მენიუ

იჯარის პირობები

📍 ქ. თბილისი

ერთი მხრივ, შპს „ეკორენტი“ (ს.კ. 405695190) (შემდგომში „მეიჯარე“) და მეორე მხრივ, (ს.კ. ) (შემდგომში „მოიჯარე“), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

დღიური ქირაწინასწარი გადახდით, კომპანიასთან შეთანხმებით
2 დღენაკლის ან პრეტენზიის შეტყობინების ვადა მიღების შემდეგ
10:00-მდედაბრუნებისას ბოლო დღედ ითვლება წინა დღე
0.5%პირგასამტეხლო გადახდის დაგვიანების ყოველ დღეზე
5 დღევადამდე მოშლის წინასწარი შეტყობინება

1ხელშეკრულების საგანი

1.1

ამ ხელშეკრულების თანახმად „მეიჯარე“ გადასცემს, ხოლო „მოიჯარე“ დროებით სარგებლობაში იღებს „მეიჯარის“ საკუთრებაში არსებულ: (შემდგომში „იჯარის ობიექტი“), ხოლო „მოიჯარე“ კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს ამ ხელშეკრულებით დადგენილი საფასური.

1.2

„იჯარის ობიექტის“ მახასიათებლებია:

1.3

იჯარის ობიექტი მოიჯარეს გადაეცემა 00.00.2024-დან 00.00.2024-მდე.

1.4

იჯარის ობიექტის თანხობრივად ათვლა მოხდება 00.00.2024-დან.

2იჯარის ფასი და გადახდის პირობები

2.1

„იჯარის ობიექტით“ სარგებლობის ყოველდღიური საფასური (შემდგომში „საიჯარო ქირა“) შეადგენს 000.00 ლარს.

2.2

საიჯარო ქირის გადახდა ხორციელდება წინასწარი გადახდებით, მეიჯარე კომპანიასთან შეთანხმებით.

3მხარეთა ვალდებულებები

3.1. „მოიჯარე“ ვალდებულია:

3.1.1

გამოიყენოს „იჯარის ობიექტი“ მხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულების შესაბამისად და არ დაუშვას „იჯარის ობიექტის“ ფუნქციის შეცვლა მეიჯარესთან შეთანხმების გარეშე;

3.1.2

გადაიხადოს საიჯარო ქირა ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ოდენობით;

3.1.3

მოუაროს „იჯარის ობიექტს“, მკაცრად დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესები;

3.1.4

მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა „იჯარის ობიექტის“ დაზიანების საფრთხისაგან დასაცავად, ხოლო მისი ბრალით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ „მეიჯარეს“ და მისი მითითების შესაბამისად აღმოფხვრას დაზიანება თავისი ხარჯებით;

3.1.5

„მეიჯარესთან“ შეთანხმებით და თავისი ხარჯებით ჩაუტაროს საიჯარო ობიექტს მიმდინარე რემონტი და გაუმჯობესებანი მისი ნორმალური ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად, ამასთან რემონტის და გაუმჯობესებების ხარჯები მოიჯარეს არ აუნაზღაურდება და არ ჩაეთვლება საიჯარო ქირაში;

3.1.6

დროულად გადაიხადოს დაკავებული საიჯარო ქონების გადასახდელები არსებული ტარიფებით;

3.1.7

„მეიჯარესთან“ შეთანხმების გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რაც გამოიწვევს საიჯარო ნივთის მნიშვნელოვან ცვლილებას;

3.1.8

აუნაზღაუროს „მეიჯარეს“ ყოველგვარი ზიანი, რომელიც მიადგება საიჯარო ქონებას „მოიჯარის“ არამართლზომიერი ქმედების შედეგად;

3.1.9

ხელშეკრულების მოშლის ან შეწყვეტისას უკან დააბრუნოს იჯარის ობიექტი იმ მდგომარეობაში, რაც მას გადაცემის მომენტში ჰქონდა, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით;

3.1.10

„მეიჯარის“ თანხმობის გარეშე არ გასცეს „იჯარის ობიექტი“ მესამე პირებზე ქვეიჯარით ან სარგებლობის სხვა ფორმით;

3.1.11

მკაცრად და შესაბამისად იხელმძღვანელოს „იჯარის ობიექტის“ ექსპლუატაციის წესებით;

3.1.12

პირადი პასუხისმგებლობის პირობით მკაცრად დაიცვას „იჯარის ობიექტის“ ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესები;

3.1.13

დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების წესები;

3.1.14

დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები.

3.2. „მეიჯარე“ ვალდებულია:

3.2.1

ხელი შეუწყოს „მოიჯარეს“ ყველა საჭირო საბუთის მიღებაში (ცნობა, ნებართვა და სხვა), რომელიც შეიძლება მოითხოვონ ხელისუფლების, მათ შორის მაკონტროლებელმა ორგანოებმა, იჯარის საგნით სარგებლობის პროცესში, მათ შორის „მეიჯარესთან“ შეთანხმებული რეკონსტრუქციის ან სხვა გადაკეთების განხორციელებისას;

3.2.2

უზრუნველყოს „მოიჯარის“ მიერ საიჯარო ობიექტით შეუფერხებელი სარგებლობა და ხელი არ შეუშალოს მას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაში;

3.2.3

დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები.

4იჯარის საგნის გადაცემა და დაბრუნება

4.1

იჯარის საგნის მიღებისას „მოიჯარე“ ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობა. ნაკლის აღმოჩენის ან მოწყობილობის მიმართ რაიმე პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში შეატყობინოს „მეიჯარეს“ არა უგვიანეს 2 (ორი) დღისა.

4.2

„მოიჯარემ“ იჯარის საგანი უნდა დაუბრუნოს „მეიჯარეს“ ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ჩაიბარა, ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით.

4.3

იჯარის საგნის დაბრუნება უნდა დადასტურდეს მხარეთა ხელმოწერებით.

4.4

ხელშეკრულებით გათვალისწინებული იჯარის საგნის ქირაობის ვადა აითვლება მოიჯარის მიერ მოწყობილობის „მეიჯარის“ ბაზიდან გატანით და მთავრდება „მოიჯარის“ მიერ მისი „მეიჯარის“ ბაზაზე დაბრუნებით (ან „მეიჯარის“ მიერ „მოიჯარისთვის“ ბაზის გარეთ გადაცემის შემთხვევაში — თანდართული დოკუმენტაციის შევსების შედეგად).

4.5

იჯარის ხანგრძლივობის ასათვლელად („იჯარის დღე“) პირველ დღედ ითვლება მოწყობილობის გადაცემის დღე, ხოლო ბოლო დღედ — მოწყობილობის ბაზაზე დაბრუნების დღე. თუ იჯარის საგანი დაბრუნდება 10:00 საათამდე, დაბრუნების დღედ ჩაითვლება წინა დღე.

4.6

„მეიჯარე“ ვალდებულია აუნაზღაუროს „მოიჯარეს“ გაცდენილი დღეების ოდენობა.

4.7

„მეიჯარეს“ უფლება აქვს უარი თქვას მოწყობილობის უკან მიღებაზე და მოითხოვოს „მოიჯარისგან“ კომპენსაციის გადახდა მოწყობილობის შესაკეთებლად ან ახლის შესაძენად, თუ დაბრუნებული მოწყობილობა შემდგომში გამოყენებისათვის უვარგისია ან მნიშვნელოვნად დაზიანებულია.

5პასუხისმგებლობა

ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ხელშეკრულების პირობების დამრღვევმა მხარემ უნდა აუნაზღაუროს მეორე მხარეს დარღვევით მიყენებული ზიანი.

5.1

მოიჯარე პასუხს აგებს საიჯარო ქირის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გადახდაზე.

5.2

მხარეები ვალდებულებას იღებენ დაუყოვნებლივ მიაწოდონ ერთმანეთს ყოველგვარი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს აღნიშნულ საიჯარო ურთიერთობებზე, კერძოდ აცნობონ ერთმანეთს ნებისმიერი უფლებრივი თუ სხვა სახის რისკების შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქონების განადგურება, დაზიანება, სანივთო ან/და სხვა უფლებებით დატვირთვა, გასხვისება ან/და სხვაგვარი შედეგი, რაც შეუძლებელს გახდის ან/და გაართულებს იჯარის ობიექტით სარგებლობას.

5.3

ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში „მეიჯარე“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „მოიჯარეს“ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადამოსული დავალიანების 0.5%-ის ოდენობით.

5.4

იმ შემთხვევაში, თუ „მოიჯარეს“ შეეზღუდება „იჯარის ობიექტით“ სარგებლობის უფლება „მეიჯარის“ ბრალით, იგი უფლებამოსილია შეზღუდვის მთელ პერიოდზე არ გადაიხადოს შესაბამისი პერიოდის საიჯარო ქირა და ამასთანავე დააკისროს „მეიჯარეს“ პირგასამტეხლო ერთი თვის საიჯარო ქირის 0.5%-ის ოდენობით შეზღუდვის ყოველი დღისათვის, რაც არ ართმევს „მოიჯარეს“ უფლებას, ამავე დროს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

6ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ვადამდე შეწყვეტა

6.1

წინამდებარე ხელშეკრულება იჯარის ვადის ნაწილში მოქმედებს ხელშეკრულების 1.3 პუნქტით განსაზღვრული ვადით, ხოლო მხარეთა სხვა ვალდებულებების შესრულების ნაწილში — ამ ვალდებულებების შესრულებამდე.

6.2. „მეიჯარეს“ შეუძლია მისი მხრიდან ყოველგვარი დამატებითი ვალდებულებების წარმოშობის გარეშე ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:

6.2.1

თუ „მოიჯარე“ უხეშად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;

6.2.2

თუ „მოიჯარე“ არაერთგზის არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რის შესახებაც იგი უკვე იყო გაფრთხილებული წერილობით;

6.2.3

თუ „მოიჯარე“ განზრახ ან დაუდევრობით აუარესებს „იჯარის ობიექტის“ მდგომარეობას, რითაც ზიანი ადგება „მეიჯარეს“;

6.2.4

შეატყობინებს რა ხელშეკრულების მოშლის შესახებ „მოიჯარეს“ 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე.

6.3. „მოიჯარეს“ შეუძლია მისი მხრიდან ყოველგვარი დამატებითი ვალდებულებების წარმოშობის გარეშე ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:

6.3.1

თუ „მეიჯარე“ უხეშად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;

6.3.2

თუ „მეიჯარე“ არაერთგზის არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რის შესახებაც იგი უკვე იყო გაფრთხილებული წერილობით;

6.3.3

თუ „მეიჯარის“ ბრალეული ქმედებით ეზღუდება „მოიჯარეს“ „იჯარის ობიექტით“ სარგებლობის უფლება;

6.3.4

შეატყობინებს რა ხელშეკრულების მოშლის შესახებ „მეიჯარეს“ 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე.

6.4

ხელშეკრულება აგრეთვე შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმების შედეგად.

6.5

ხელშეკრულების შეწყვეტისას, თუ აღნიშნული ხდება რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების უხეში ან არაერთგზის დარღვევის გამო, დამრღვევმა მხარემ სრულად უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ტექნიკური ხარჯები (საიჯარო ნივთის რემონტი, ტრანსპორტირება და სხვა მსგავსი ხარჯები).

6.6

ხელშეკრულების შეწყვეტიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში „მოიჯარე“ ვალდებულია გადაიხადოს ამ დღისთვის არსებული ყველა გადასახადი და საიჯარო ქირა.

6.7

იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ „მოიჯარის“ მიერ იჯარის ობიექტით სარგებლობა ფაქტობრივად გაგრძელდა, რისი წინააღმდეგიც არ არის „მეიჯარე“, ხელშეკრულება ყოველ ასეთ ჯერზე გაგრძელებულად ჩაითვლება ერთი თვის ვადით, იმავე პირობებით.

7ფორს-მაჟორი

7.1

მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, ომი და სხვა) ზეგავლენით, რომელთა წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება აღემატება მხარეთა გონივრულ კონტროლს და შესაძლებლობებს. დაუძლეველი ძალით გამოწვეული მოვლენები ეწოდება ისეთ მოვლენებს, რომელთა წარმოშობასა და განვითარებაზე მხარეებს არ შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა (ფორს-მაჟორი).

7.2

მხარე, რომელსაც მიზეზად დაუძლეველი ძალის მოვლენები მოჰყავს, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს წერილობით ასეთი მოვლენების დადგომის თაობაზე. ამასთან, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს დაუძლეველი ძალის მოვლენების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ის საყოველთაოდ აღიარებული არ არის. თუ ასეთი მოვლენები გაგრძელდა 30 (ოცდაათი) დღეზე მეტი ვადით, მხარეები უფლებამოსილნი არიან მოშალონ ხელშეკრულება.

8სხვა პირობები

8.1

მხარის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ ნიშნავს ამ უფლების უარყოფას.

8.2

ხელშეკრულების ვადის გასვლის ან მოშლის შემთხვევაში, ყველა სახის გაუმჯობესება და რემონტი ობიექტზე, რომლის მოცილებაც შეუძლებელია დაზიანების გარეშე და წინასწარ იყო შეთანხმებული „მეიჯარესთან“, რჩება „მეიჯარეს“, რისთვისაც იგი ვალდებულია გადაუხადოს „მოიჯარეს“ ამ გაუმჯობესების სამართლიანი ღირებულება ცვეთის გათვალისწინებით.

8.3

იმ გაუმჯობესებების დემონტაჟი, რომლებიც საჭირო იყო მხოლოდ „მოიჯარისათვის“ მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს „მოიჯარის“ ხარჯით.

8.4

თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პირობა გახდა ბათილი, ეს არ გამოიწვევს მთელი ხელშეკრულების ან მისი სხვა პირობების ბათილობას.

8.5

ხელშეკრულება ყველა ვალდებულებით ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე.

8.6

მხარეები ვადასტურებთ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია გონივრული განსჯის შედეგად და მასზე ხელმომწერ პირებს აქვთ სათანადო უფლებამოსილება.

8.7

წინამდებარე ხელშეკრულება შეიცავს მხარეებს შორის არსებულ ყველა წინასწარ შეთანხმებას. ყოველი დამატება, ცვლილება ან შესწორება მოკლებულია იურიდიულ ძალას, თუ არ არის შედგენილი წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ.

8.8

წინამდებარე ხელშეკრულება განიმარტება და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 501 114 114 · 500 114 114 · office@ecorent.ge