ჩვენ შესახებ

დაარსების დღიდან კომპანია ეკორენტის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელთა კომფორტზე და მათ საჭიროებებზე ზრუნვაა. ჩვენ გვესმის თუ რამდენად ძვირი შეიძლება იყოს ტექნიკისა და მოწყობილობების შეძენა, ამიტომ ჩვენ აქ ვართ! გთავაზობთ სარემონტო თუ სამშენებლო ტექნიკისა და მოწყობილობების გაქირავებას თქვენთვის ხელმისაწვდომ ფასად.

აღჭურვილობის დაქირავება, მისი შეძენისგან განსხვავებთ, საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ მნიშვნელოვანი ხარჯები. ძვირადღირებულ დანადგარებში ინვესტიციის ნაცვლად, შეგიძლიათ თქვენი რესურსები გაანაწილოთ პროექტის სხვა უფრო კრიტიკულ ასპექტებზე.

გარდა ამისა, ჩვენი ქირავნობის მოქნილი პირობებით, თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ აღჭურვილობა რამდენი ხანი გჭირდებათ, იქნება ეს დღე, კვირა თუ თვე. ჩვენი პროდუქცია მთლიანად ევროკავშირსა და შეერთებული შტატებშია წარმოებული და შესაბამისობაშია და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტადარტებს.

,,ჩვენი წარმატება განისაზღვრება კმაყოფილი მომხმარებლებითა და ჩვენი გუნდის წევრების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვით.“
კომპანიის მენეჯმენტი
25+
Years Of Experience

ჩვენი ძირითადი ღირებულებებია

საიმედოობა და სანდოობა

ჩვენი საიმედოობა გამოიხატება როგორც პროდუქციის ხარისხსა და გამძლეობაში, ასევე მის სწრაფად მიწოდებაშიც. სანდოობა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, რადგან როგორც მომხმარებლები, ასევე თანამშრომლები ამას ითხოვენ და იმსახურებენ.

ზრუნვა

ეკორენტში ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი გუნდის წევრებსა და მათ ოჯახებზე. თუმცა, ზუსტად იგივე დონის ზრუნვა ვრცელდება კომპანიის მომხმარებლებზეც. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს უსაფრთხოებაზე, მიმდინარე პროექტებსა და თქვენი ბიზნესის საერთო წარმატებაზე.

ინოვაციურობა

მუდმივად განახლებად და ცვალებად ბაზარზე საჭიროა ისეთი პროდუქციის ან სერვისის შექმნა, რომელიც მოიზიდავს ბევრ მომხმარებელს. შესაბამისად, ინოვაციურობა ეკორენტის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რაც გვეხმრება იმაში, რომ გამოვირჩეოდეთ სხვებისგან და შევძლოთ ახალი იდეების, პროდუქტებისა და ტრენდების მომხმარებლისთვის შთავაზება.

იყო ეკონომიური არ ნიშნავს მხოლოდ კომპეტენტური ფასების შეთავაზებას, არამედ ხარისხიანი პროდუქტისა თუ სერვისის მიწოდებით მომხმარებელთა თანხების დაზოგვას. ეკოლოგიურობა კი ეს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა, რაც გამოიხატება იმ პროდუქტებისა თუ სერვისების მიწოდებით, რაც ხელს უწყობს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას.
დამფუძნებელთა ხედვა