მენიუ

საშხაპე კაბინები

საშხაპე კაბინები არის მობილური, სრულად იზოლირებული მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ როგორც წყლის ავტონომიური გაცხელების სისტემით (ელექტრო ტენით), ისე ცენტრალურ მაგისტრალზე მიერთებით. გრძელვადიანი სამშენებლო პროექტების, საზაფხულო ბანაკებისა და გარე ინდუსტრიული ლოკაციების მართვისას, პერსონალისთვის ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა პირდაპირ აისახება შრომის ნაყოფიერებაზე, რის გამოც ხარისხიანი ბიოტუალეტები და საშხაპე კაბინები წარმოადგენს იმ აუცილებელ მინიმუმს, რაც კომფორტულ გარემოს აყალიბებს.

 

საშხაპე კაბინების გაქირავება და ხანგრძლივი ვადით იჯარა

ჩვენს კატალოგში ხელმისაწვდომი საშხაპე კაბინები დამზადებულია მაღალი ხარისხის, დარტყმაგამძლე პლასტმასისგან, რომელიც მარტივად იწმინდება და არ ექვემდებარება კოროზიას. საშხაპე კაბინების ქირაობა საშუალებას გაძლევთ ოპტიმალურად გადაანაწილოთ ბიუჯეტი და აარიდოთ თავი კაპიტალურ მშენებლობებს დროებით ობიექტებზე. კაბინის შიდა სივრცე აღჭურვილია მოცურების საწინააღმდეგო იატაკით, ტანსაცმლის საკიდებითა და მოსახერხებელი საშხაპე ლეიკით.

 

რატომ უნდა ენდოთ Ecorent-ის სამშენებლო სერვისს?

ტექნიკური გუნდი უზრუნველყოფს კაბინების სწრაფ მონტაჟსა და ელექტროუსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას ინსტალაციის პროცესში. ჩვენთან საშხაპე კაბინების იჯარა მოქნილი გრაფიკითაა შესაძლებელი, რაც სრულად ერგება თქვენი პროექტის ვადებს.

 

სანიტარული მოწყობილობების სრული ეკოსისტემა Ecorent-ზე

იმისთვის, რომ თქვენმა ობიექტმა გამართულად იფუნქციონიროს, შხაპის გარდა, ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვა საჭირო აპარატურაც. კატალოგში დაგხვდებათ მაღალი დონის VIP ტუალეტი, სტანდარტული მობილური ბიო ტუალეტები და დამოუკიდებელი გარე დაყენების ხელსაბანი წერტილები.

ეკორენზტე, ასევე, შეგიძლიათ იქირაოთ საჭრელი და საბურღი ტექნიკა, ბეტონზე სამუშაო ტექნიკა, ბადისებრი თუ დახურული ღობეები, სანგრევი და სატკეპნი ტექნიკა და მრავალი სხვა. გთავაზობთ სამშენებლო ნარჩენების გატანისა და სასურველი ტექნიკის ადგილზე მიტანის სერვისებსაც.

გაქვთ კითხვები ტექნიკურ მიერთებებთან დაკავშირებით? გაიარეთ კონსულტაცია ჩვენს სპეციალისტებთან და შეარჩიეთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული მოდელები.